ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ყატარში იმყოფება, სადაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მატჩებს ესწრება.
არგენტინელი სპეციალისტი გოლფის მოედანს ეწვია, სადაც ნამდვილი საოცრება ჩაიდინა და შორეული დარტყმიდან ფეხბურთის ბურთი ფოსოში ჩააგდო.