"აიაქსის" მცველ დეილი ბლინდს მიოკარდიტი დაუდგინდა და მან მხარდაჭერისთვის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
"ყველას მოგესალმებით! პირველ რიგში მხარდაჭერისთვის მადლობას გიხდით. ამას ძალიან ვაფასებ და მეხმარება. თქვენ ძალიან კეთილები ხართ.
ახლა სპეციელისტების დაკვირვების ქვეშ ვიმყოფები. მთავარია, რომ თავს კარგად ვგრძნობ. რაც შეიძლება მალე დაბრუნებას შევეცდები. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. მალე შევხვდებით".