ფეხბურთში "ეშლება", სიკეთეში არა - იოზილმა სიკვდილს 100-ობით ბავშვი გადაარჩინა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" გერმანელმა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გააკეთა განცხადება საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ.

"219 ოპერაცია უკვე გაკეთებულია, თუმცა წინ კიდევ უფრო მეტი საქმე გველოდება. მე და ჩემმა ცოლმა ქორწილის დღეს ვთქვით, რომ მსოფლიოში სიკვდილის პირას მყოფი კიდევ 1000 ბავშვის ოპერაციას დავაფინანსებდით.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქორწილის ყველა სტუმარს, გულშემატკივარს, რომელმაც თანხა გაიღო და განსაკუთრებული მადლობა ყველა საერთაშორისო სამედიცინო ბრიგადას, რომლებიც ამ პროექტში იღებენ მონაწილეობას.

ეს მხოლოდ დასაწყისია. მოდით, გავიხედოთ მომავალში და 2020 წელს ერთად დავეხმაროთ დაღუპვის პირას მყოფ ასობით
ბავშვს", - დაწერა იოზილმა. 

altმესუთ იოზილი თურქულ გრანდში გადასვლასთან ახლოსაა

altსარგებელი არ მოაქვს და ახლა დააზარალა კიდეც: იოზილის სიტყვების გამო ჩინელები "არსენალის" მატჩს აღარ აჩვენებენ

მკითხველის კომენტარები / 6 /
არ გავს ტაშაღლარა ხაზარაძეს.
babi
22:34 25-12-2019
2
ფეხბურთში კი არ ეშლება, აშლევინებენ, ისედაც ყველამ იცოდა თავიდანვე რომ მესუთი თურქი იყო და ლეგიონერი იქნებოდა გერმანიაში, ეს იმას არ ნიშნავს რომ თურქეთს დაივიწყებდა. და რომ არ გადაკიდებოდნენ და დრო მიეცათ წინა სეზონებში კიდევ უფრო მაღალ შედეგს დადებდა. ერთერთი საუკეთესო ნახევარმცველია, უბრალოდ არსენალი არ არის იოზილის დონის გუნდი
7

სიახლეები პოპულარული