ჟოზე მოურინიო საყვარელი ძაღლის სიკვდილის გამო ტირის

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მენეჯერ ჟოზე მოურინიოს შობა ჩაუმწარდა - მისი საყვარელი ძაღლი, იორკშირული ტერიერი, ლეია მოკვდა.

Amazon Prime-თან ინტერვიუში, კითხვაზე, თუ როგორ გაატარა შობა, პორტუგალიელმა შემდეგი უპასუხა:

"ძალიან დამწუხრებულნი ვიყავით, რადგან ჩემი ძაღლი მოკვდა, ჩემი ძაღლი კი - ჩემი ოჯახია. გაგვიჭირდა, მაგრამ წინ უნდა ვიაროთ".

ჟოზე იმდენად აღელვებული იყო, რომ ატირდა.

ამ ძაღლის შესახებ 2007 წელს გახდა ცნობილი, როდესაც პორტუგალიელი სპეციალისტი ცხოველთა კარანტინის წესების დარღვევის გამო დააკავეს. მაშინ მას ძაღლი ინგლისიდან კარანტინის პროცედურის დარღვევით გაჰყავდა. შემდეგ ძაღლი "დეპორტირებულ" იქნა და მოურინიოს მეუღლემ
პორტუგალიაში წაიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ შემთხვევაში მოურინიოს ვუგებ. საშინელებაა როცა საყვარელი ცხოველი რომელიც ოჯახის წევრია გიკვდება, ამას გაიგებს ვისაც სახლში ყავს ძაღლი ან ნებისმიერი ცხოველი. ეს მწუხარება გამოვცადეთ და ვიცი რა ძნელია ამასთან შეგუება.
გიო
21:13 26-12-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული