რომან იარემჩუკი: 5 მილიონი რომ მომცენ, "ზენიტში" მაინც არ გადავალ

AutoSharing Option
"გენტისა" და უკრაინის ნაკრების თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა ფულისადმი თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ფულს ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს-მეთქი. ფეხბურთელები, პირველ რიგში, ფეხბურთის სიყვარულის გამო ვთამაშობთ და მეორე - ოჯახს რჩენა ხომ უნდა. რა თქმა უნდა, მსურს, რაც შეიძლება მეტი გამოვიმუშაო. ეს არავისთვის საიდუმლო არ არის.

მე ბელგია ავირჩიე. ამ ჩემპიონატში დიდ ფულს ვერ იშოვი, მაგრამ სწორად გადადგმული ნაბიჯია, რათა მომავალში მეტი გამოიმუშაო. ჩემთვის უპირველესი ფეხბურთია და შემდეგ - ფული.

გადავიდოდი თუ არა "ზენიტში", წელიწადში 5 მილიონი ევრო რომ მომცენ?
არა. კარგი კითხვაა, მაგრამ ამჟამინდელ ვითარებაში არ გადავიდოდი. 100%-ით ასე ვფიქრობ. თავის სარჩენად ხელფასი მყოფნის. რაც საჭიროა, ყველაფერი მაქვს", - განაცხადა იარემჩუკმა ჟურნალისტ ვიკტორ ვაცკოსათვის მიცემულ ინტერვიუში.

იარემჩუკი 10 გატანილი გოლით ბელგიის მიმდინარე ჩემპიონატზე "გენტის" ბომბარდირია და უკრაინის ნაკრებს ევრო 2020-ზე გასვლაში დაეხმარა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
კაი გამოაქვეყნეთ, მადლობა...ნაწილობრივ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები და თუ ესე გააგრძელებთ, საერთოდაც ბოდიშს მოვიხდი...პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, პრობლემა არ მაქვს ბოდიშის მოხდაზე
0
მიდი. მიდი შეუძვერით...სადღაც 5 კომენტი გავაკეთე ბოლო 2 თვეში და ყველა წამიშალეთ..რა იყო ბიძინა გიხდით?? თან არცერთი პოლიტიკური და რაღაც მსგავსი განცხადება არ გამიკეთებია, უბრალოდ ვამბობდი რო ქვეყანა თავზე გვენგრევა...და თქვენ პოლიტიკურად არჩევთ...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული