ჩაკვეტაძის თანაგუნდელი იარემჩუკი: კიევის "დინამოში" გამანადგურეს, როგორც ფეხბურთელი

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "გენტმა" სტუმრად "ბევერენი" 90+2-ე წუთზე ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის შესანიშნავი დრიბლინგისა და პასის შემდეგ უკრაინელი ფორვარდის, რომან იარემჩუკის გოლით დაამარცხა - 2:1.

იარემჩუკი ლვოვშია დაბადებული. 2007 წლიდან კიევის "დინამოს" აკადემიაში ვარჯიშობდა. პირველ გუნდში მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ "ოლეკსანდრიაში" გაანათხოვრეს და იქიდან გადაბარგდა "გენტში". 22 წლისაა (სიმაღლე 191 სანტიმეტრი), უკრაინის ჭაბუკთა ნაკრებში ასპარეზობდა, ამ სეზონში ბელგიის ჩემპიონატის 21 შეხვედრაში 8-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და უკრაინის ნაკრებში სურს თამაში.

მან კიევის "დინამოში" გატარებული პერიოდი ასე გაიხსენა:"უკრაინაში
"დინამო" დიდი კლუბია, "გენტი" კი ბელგიაში - საშუალო. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი "გენტის" პროფესიონალიზმით. დიახ, "დინამო" უკრაინაში ტოპ-კლუბია, მაგრამ ბევრი რამ აქვს სასწავლი "კამეჩებისგან".

როდესაც ამ გუნდში გადმოვედი, ფსიქოლოგიურად ვერ ვიყავი კარგ მდგომარეობაში, რადგან კიევის "დინამოში" გამანადგურეს, როგორც ფეხბურთელი. ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი. მწვრთნელებისა და თანაგუნდელებისგან უკმაყოფილებას ვგრძნობდი, რაღაცნაირად მიყურებდნენ, თითქოს რამე გამეფუჭებინოს. აქ მაფასებენ, პატივს მცემენ და მხარს მიჭერენ. "დინამოში" 10 წელი ვიყავი. თავიდანვე მინდოდა, თავი წარმომეჩინა. შანსის მოცემას ვიმსახურებდი".
მკითხველის კომენტარები / 2 /
სოსო. ხო, ივან იერემჩუკის ბიძაშვილ დეიდაშვილია დედის დის მხრიდან. მე ასე მახსოვს. შეიძლება ვცდები.
ტარასა შევჩენკო
05:27 30-12-2019
1
80-ანი წლების კიევის დიმამოში და სსრკ ნაკრებში თამაშობდა ივანე იარემჩუკი,რომელმაც ძალიან ახალგაზრდამ მიიღო მძიმე ტრავმა და დიდი ფეხბურთიდან გაქრა.თუ ვინმემ იცის,ეს ბიჭი მისი ახლობელი ხომ არ არის?
სოსო
21:21 28-02-2018
1

სიახლეები პოპულარული