"ოსკაროსანმა" კომპოზიტორმა ჰანს ციმერმა მუსიკა რუსულ კლუბს დაუწერა

AutoSharing Option
რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ცნობილმა გერმანელმა კომპოზიტორმა ჰანს ციმერმა მუსიკა საფეხბურთო კლუბ "კრასნოდარს" დაუწერა.

აღნიშნული მუსიკის მოსმენა ფანებს პირველად რუსეთის პრემიერლიგის 2020/21 წლების სეზონის პირველ საშინაო შეხვედრაში შეეძლებათ.

ჰანს ციმერი მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორია, რომელსაც მუსიკა ისეთი ფილმებისთვის აქვს დაწერილი, როგორებიც "კარიბის ზღვის მეკობრეები", "გლადიატორი", "ინტერსტელარი", "დასაწყისია" და ახლა "კრასნოდარის" მუსიკაც მას ეკუთვნის.

ციმერს მოგებული აქვს "ოსკარის" ჯილდო საუკეთესო მუსიკის შექმნისათვის, "ოქროს გლობუსი", "გრემი" და ა.შ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული