ბელარუსი მწვრთნელი: რუსეთის გუბერნია გავხდებით? - პასუხი არ მაქვს

AutoSharing Option
"ბატეს" ყოფილმა მწვრთნელმა ალეკსეი ბაგამ MelkazeRAW-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთთან "ინტეგრაციაზე" ისაუბრა.

- მიტინგებზე რას იტყვი? დადიხარ?
- რა თქმა უნდა, არა, არავითარ შემთხვევაში. საზრუნავი სახლშიც მყოფნის. სამი შვილი მყავს და მიტინგი ყოველდღე სახლში მაქვს.

- რუსეთთან ინტეგრაციაზე რას იტყვი? შენი, როგორც ბელარუსის აზრია საინტერესო.
- მე რაც არ უნდა ვთქვა, ეს გავლენას არაფერზე არ მოახდენს. ამას გულგრილად არ ვუყურებ, მაგრამ როგორც ვთქვი, გავლენას ვერაფერზე ვერ მოვახდენ.

- მაგალითად, 31 იანვარს ან სხვა დღეს, ბელარუსი რუსეთის გუბერნია გახდა. შენი პოზიცია?
- ძნელია ამ კითხვაზე
პასუხის გაცემა. კითხვა აქტუალურია, მაგრამ პასუხი არ მაქვს.

- შენ ხომ ახალგზრდული ნაკრების კაპიტანი იყავი. ჰიმნი და გერბი შენზე როგორ მოქმედებდა?
- რა თქმა უნდა, ეს სუპერია. ევროპაზე გავედით. გუნდში ბიჭები მთელი ბელარუსიდან შევიკრიბეთ. მაისურა და ნაკრებში ყოფნა სუპერი იყო. სამკლავური, გერბი, ჰიმნი - რაც არ უნდა იყოს, შენს ქვეყანას წარმოადგენ. მართლაც მოვლენა იყო.

- ახლა კი შეიძლება თეორიულად ისე მოხდეს, რომ ეს მაისურა, მოგონება წაგართვან...
- აი, სწორედ ამიტომ ბიჭებმა ამ ჰიმნით, ამ მაისურათი ბელარუსისთვის უნდა ითამაშონ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რატომ გიკვირთ რუსულენოვანი, ეთნიკურად რუსი ბელორუსებისგან? საქართველოში გყავთ რუსეთის დასმული ივანიშვილი და ნახევარი საქართველო რუსეთს მისტირის. 8 აგვისტოს მთელი საქართველო დაბომბეს და მაინც რუსეთი მირჩევნია დასავლეთსო ასე ფიქრობს უმრავლესობა.
გიგა
14:12 31-12-2019
30
იქაური რუსეთუმე ))) გულგრილად არ უყურებს რუსეთად გადაქცევას)
Niko
23:29 30-12-2019
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული