ბატე-ს მწვრთნელი - "არსენალის" დამარცხებაზე: ეს სექსს სჯობდა!

AutoSharing Option
ბელარუსულმა ბატე-მ თავის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება მოიპოვა. ხუმრობა საქმე ხომ არაა, ლონდონის "არსენალს" ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში 1:0

სძლია. შეხვედრის დასრულების შემდეგ მისი მწვრთნელი ალეკსეი ბაგა ჟურნალისტებს გაესაუბრა.

- გათვითცნობიერებული გაქვთ თუ არა, რომ ერთ კვირაში "არსენალი" ჯოჯოხეთს მოგიწყობთ?
- გასაგებია, რომ ლონდონში გაგვიჭირდება. დღეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად პატარა ნაბიჯი გადავდგით. მძიმე გასვლა გველის.

- "არსენალის" თამაშმა გაგაკვირვათ?
- 90%-ით გამოვიცანი შემადგენლობა. არავითარი სიურპრიზი ემერის არ შემოუთავაზებია.

- გუშინ თქვით, რომ გლებს ყინვის გამო მეუღლე 45 წუთზე მეტხანს თამაშის უფლებას არ
მისცემდა. დღეს უფრო მეტი დრო დაჰყო მოედანზე. მისმა მეუღლემ ნება დაგრთოთ?
- უბრალოდ, დღეს არ ყინავდა.

ბოლოს ბაგა ჟურნალისტებს მიუბრუნდა და უთხრა: "უნდა გამოგიტყდეთ, ეს სექსს სჯობდა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
დინამო ამას იზავს როდისმე?
Папито
14:22 15-02-2019
1
ესეთი სუსტები არიან ინგლისური გუნდები? მემგონი სერია ა უკვე სჯობია ინგლისის პრემიერ ლიგას. ერთადერთი სიტია უძლეირესი და ლივერპული აქა-იქა.
5

სიახლეები პოპულარული