ბელარუსი მწვრთნელი: რუსეთის გუბერნია გავხდებით? - პასუხი არ მაქვს

AutoSharing Option
"ბატეს" ყოფილმა მწვრთნელმა ალეკსეი ბაგამ MelkazeRAW-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთთან "ინტეგრაციაზე" ისაუბრა.

- მიტინგებზე რას იტყვი? დადიხარ?
- რა თქმა უნდა, არა, არავითარ შემთხვევაში. საზრუნავი სახლშიც მყოფნის. სამი შვილი მყავს და მიტინგი ყოველდღე სახლში მაქვს.

- რუსეთთან ინტეგრაციაზე რას იტყვი? შენი, როგორც ბელარუსის აზრია საინტერესო.
- მე რაც არ უნდა ვთქვა, ეს გავლენას არაფერზე არ მოახდენს. ამას გულგრილად არ ვუყურებ, მაგრამ როგორც ვთქვი, გავლენას ვერაფერზე ვერ მოვახდენ.

- მაგალითად, 31 იანვარს ან სხვა დღეს, ბელარუსი რუსეთის გუბერნია გახდა. შენი პოზიცია?
- ძნელია ამ კითხვაზე
პასუხის გაცემა. კითხვა აქტუალურია, მაგრამ პასუხი არ მაქვს.

- შენ ხომ ახალგზრდული ნაკრების კაპიტანი იყავი. ჰიმნი და გერბი შენზე როგორ მოქმედებდა?
- რა თქმა უნდა, ეს სუპერია. ევროპაზე გავედით. გუნდში ბიჭები მთელი ბელარუსიდან შევიკრიბეთ. მაისურა და ნაკრებში ყოფნა სუპერი იყო. სამკლავური, გერბი, ჰიმნი - რაც არ უნდა იყოს, შენს ქვეყანას წარმოადგენ. მართლაც მოვლენა იყო.

- ახლა კი შეიძლება თეორიულად ისე მოხდეს, რომ ეს მაისურა, მოგონება წაგართვან...
- აი, სწორედ ამიტომ ბიჭებმა ამ ჰიმნით, ამ მაისურათი ბელარუსისთვის უნდა ითამაშონ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რატომ გიკვირთ რუსულენოვანი, ეთნიკურად რუსი ბელორუსებისგან? საქართველოში გყავთ რუსეთის დასმული ივანიშვილი და ნახევარი საქართველო რუსეთს მისტირის. 8 აგვისტოს მთელი საქართველო დაბომბეს და მაინც რუსეთი მირჩევნია დასავლეთსო ასე ფიქრობს უმრავლესობა.
გიგა
14:12 31-12-2019
30
ბელარუსი რუსეთთან არ უნდა გავაიგივოთ ეგ მცდარი წარმოდგენაა მეგობრებო ძალიან კარგი ადამიანები არიან უბრალოდ აი მწვრთნელსაც კი ეტყობა, მისი სიჩუმე ყველაფერს ამბობს სამი შვილი ყავს და სიცოცხლე უნდა.აი ესეთ დღეშია ბელარუსი პუტინზე უარესი დიკტატორი ყავთ ვინც ხმას იღებს ყველა უგზოუკვლოდ ქრება სამწუხაროდ(
ჩორნა
14:02 31-12-2019
8

სიახლეები პოპულარული