ნანი: ამ დღეს ვარჯიშზე მთვრალი რომ მისულიყავი, ფერგიუსონი არაფერს გეტყოდა

AutoSharing Option
"ორლანდო სიტის" ნახევარმცველი, პორტუგალიელი ნანი ამბობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ექსმთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი ყოველთვის ძალიან მკაცრი არ იყო და ფეხბურთელებს დასვენების საშუალებასაც აძლევდა.

"შარში არასდროს ვეხვეოდი, ვიცოდი, როდის უნდა მიმეცა თავისთვის გართობის უფლება. თუ დასვენების დრო გვქონდა, წინა ღამით გართობა შეგვეძლო. განსაკუთრებულ დღეებში შეზღუდვა არ გვქონდა.

ახალ წელს შეგეძლო ვარჯიშზე მთვრალი მისულიყავი და მწვრთნელი არაფერს გეტყოდა. სერ ალექსმა იცოდა ფეხბურთელებთან მოპყრობა. ის ამბობდა, რომ ახალი წელი განსაკუთრებული დღე იყო და მოთამაშეებს მოთხოვნებს ვერ წაუყენებდა", - აღნიშნა ნანიმ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული