მალმეში მდგარ იბრაჰიმოვიჩის ძეგლს ფეხი მოტეხეს და ჩამოაგდეს [PHOTO]

AutoSharing Option
შვედეთში, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მშობლიურ ქალაქ მალმეში მდგარ ფეხბურთელის ძეგლს ასევე ზლატანის მშობლიური გუნდი "მალმეს" ფანებმა ფეხი მოტეხეს და ჩამოაგდეს.

მართალია დამნაშავეები გამოვლენილი არ არიან, თუმცა გამოცემა Aftonbladet-მა პოტენციურ ვანდალებად, სწორედ "მალმეს" ფანები ჩათვალა, რომლებიც ზლატანზე განაწყენებული არიან. ფოტოსაც აღნიშნული სააგენტო ავრცელებს. 

Sportall.Ge

თავზე ჩამოცმულ მაისურს შვედეთი აწერია. ასევე, ძეგლის სადგომზე მიწერილი იყო - "მოაშორეთ". 

"მალმეს" ფანებმა ზლატანის ძეგლს აქამდეც შეუტიეს. მათი გაღიზიანების მიზეზი ის გახდლათ, რომ იბრაჰიმოვიჩმა მათი მთავარი მეტოქე "ჰამარბის" აქციები შეიძინა.

altზლატან იბრაჰიმოვიჩი: ახლა ჩემი მიზანი "მილანში" სიტუაციის გამოსწორებაა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული