ზლატანის ძეგლი საბოლოოდ დაეცა - განწირული კადრი და ტერფები დარჩა [PHOTO]

AutoSharing Option
ქალაქ მალმიოში, ამავე სახელობის კლუბის სტადიონთან მდგარი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ძეგლი საბოლოოდ დაეცა და დღეს, 6 იანვარს, ქანდაკება პარკის ტერიტორიიდან გაიტანეს.

ძველი სკულპტურიდან ადგილზე მხოლოდ ფეხის ტერფები დარჩა და კადრი, რომელშიც იქმნება ილუზია, რომ სატვირთოზე დასადებად გამზადებული ზლატანი განწირულად ითხოვს შველას.

Sportall.Ge

Sportall.Ge

ქანდაკება ვანდალების თავდასხმებს ნოემბრიდან უძლებდა. ჯერ იყო და, უნიტაზის სახურავი ჩამოჰკიდეს ხელზე; შემდეგ სხვადასხვა ნივთი თავზე ჩამოაცვეს, შეღებეს. 22 დეკემბერს ცხვირი მოაჭრეს, ხოლო 5 იანვარს კი საკონტროლო გასროლით ჩამოაგდეს.

ამ ყველაფრის მიზეზი მთავარი მოწინააღმდეგე კლუბის აქციების შესყიდვა გახდა, რასაც იქნებ
ნანობს კიდეც "მილანში" ახლად გადაბარგებული შვედი ფორვარდი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დასაფიქრებელია ამ აქტს ვანდალიზმი უწოდო. ქალაქი სადაც ძეგლი დაუდგეს და სიცოცხლის დროს უკვდავყვეს მისი სახელი, საპასუხოთ მოწინააღმდეგე გუნდის გაძლიერება გადაწყვიტა. ამ მომენტში მაინც ტვინი უნდა გაენძრიე, სხვა დროს რომ უტვინოა გამონათქვამებში და ქმედებებში ცნობილი ფაქტია.
G.LA
15:10 06-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული