"ყარაბაღის" მწვრთნელი ერთიანი ლიგის შესახებ: არავის მსახურად ყოფნა არ გვინდა

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "ყარაბაღის" მთავარმა მწვრთნელმა ქურბან ქურბანოვმა საკუთარი აზრი გამოთქვა გაერთიანებული ლიგის შესახებ, რომელიც პოტენციურად ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების კლუბების მონაწილეობით უნდა შეიქმნას.

"ეს მხოლოდ საუბრებია, რომლებიც რეალობისაგან შორსაა. არ მინდა, რომ ვინმეს ვემსახურებოდეთ. ამას ჯობს, სპონსორების მთელი ყურადღება აზერბაიჯანულ ფეხბურთზე გამახვილდეს, ისე, როგორც რამდენიმე წლის წინ იყო, როცა აქ ხარისხიანი ლეგიონერები ჩამოდიოდნენ და გუნდების რაოდენობაც უფრო მეტი გახლდათ.

ეს გაერთიანებული ჩემპიონატი მხოლოდ დროებითი შეიძლება იყოს. უმჯობესია, საკუთარი თავის იმედი გვქონდეს და ჩვენი დროშის ქვეშ ვთამაშობდეთ. დაე, სხვა კლუბები მიისწრაფვოდნენ ჩვენი დროშის
ქვეშ თამაშისაკენ", - განაცხადა ქურბანოვმა.

მომზადებულია Azerisport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
კავკასიის ლიგა კაი იქნებოდა, მარა სომხები და აზერები ერთმანეთთან ითამაშებენ კი?
5
აა ძმაო კაცი! ჩოხ საღოლ,ყარდაშ!რა ჯანდაბა გვინდა კიდევ ერთ რუსულ პროექტში??? რა განვითარება და დივიდენდები უნდა მივიღოთ, ფეესბეს და გერეუს კონტოლის ქვეშ ჩატარებული ჩემპიონატიდან. ბარემ სსრკ-ც აღვადგენინოთ და კოლმეურნეობებიც. საკუთარ ფეხბურთს მივხედოთ (კორუფციის და მამაძაღლობების გარეშე) - შედეგიც იქნება! სახ.პროგრამების დონეზეა მუშაობა საჭირო და სუფთა ხელებით.
თბილისელი
13:42 09-01-2020
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული