გიორგი წიტაიშვილი ახალ წელს საქართველოში შეხვდა და კიევის "დინამოდან" არ მიდის

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა მედშემოწმების გავლის შემდეგ კლუბის საიტთან ისაუბრა:

"განწყობა შესანიშნავია, ბიჭები კარგა ხანია არ მინახავს, ისინიც მომენატრენ და სამუშაოც. მიხარია, რომ როგორც იქნა გუნდის ვარჯიშები დაიწყება.

შვებულება საქართველოში გავატარე, ახალ წელს ოჯახთან და ჩემს გოგონასთან ერთად შევხვდი, შემდეგ კი დუბაიში გავფრინდი. იქ მხოლოდ დავისვენე, ამიტომ არაფერი საინტერესო არ მინახავს.

მედშემოწმებისას ოფტალმოლოგთან შესვლა არ მიყვარს. მე ძალიან კარგი მხედველობა არა მაქვს და როგორც წესი, ამ სპეციალისტთან დიდხანს ყოფნა მიწევს.

ნემსის გაკეთება არ მეშინია. ბევრი ტატუ მაქვს
და მიჩვეული ვარ.

ბევრი ხმები გავრცელდა, თითქოს სხვა გუნდში გავაგრძელებ კარიერას. ინტერნეტში ვნახე, მაგრამ ეს მე არავითარ შემთხვევაში არ მეხება. ჩემი ამოცანა "დინამოში" დარჩენაა - ყველგან ამას ვამბობ და ყოველთვის გავიმეორებ. აქ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისთვის ვიბრძოლებ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
კომენტარი ვერ დავდე სამარცხვინო საიტი ხართ
0
კიმაგრამ უკრაინელი ფეხბურთელის შესახებ ყოველდღიური ინფორმავია რამაფიაა?
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
09:32 11-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული