კიევის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა მედშემოწმების გავლის შემდეგ კლუბის საიტთან ისაუბრა:
"განწყობა შესანიშნავია, ბიჭები კარგა ხანია არ მინახავს, ისინიც მომენატრენ და სამუშაოც. მიხარია, რომ როგორც იქნა გუნდის ვარჯიშები დაიწყება.
შვებულება საქართველოში გავატარე, ახალ წელს ოჯახთან და ჩემს გოგონასთან ერთად შევხვდი, შემდეგ კი დუბაიში გავფრინდი. იქ მხოლოდ დავისვენე, ამიტომ არაფერი საინტერესო არ მინახავს.
მედშემოწმებისას ოფტალმოლოგთან შესვლა არ მიყვარს. მე ძალიან კარგი მხედველობა არა მაქვს და როგორც წესი, ამ სპეციალისტთან დიდხანს ყოფნა მიწევს.
ნემსის გაკეთება არ მეშინია. ბევრი ტატუ მაქვს
ბევრი ხმები გავრცელდა, თითქოს სხვა გუნდში გავაგრძელებ კარიერას. ინტერნეტში ვნახე, მაგრამ ეს მე არავითარ შემთხვევაში არ მეხება. ჩემი ამოცანა "დინამოში" დარჩენაა - ყველგან ამას ვამბობ და ყოველთვის გავიმეორებ. აქ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისთვის ვიბრძოლებ".