ერდოღანმა ყველაფერი წამართვა, აშშ-ში ტაქსისტად ვმუშაობ - თურქეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი ჰაკან შუქური გახსოვთ?

AutoSharing Option
თურქეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ჰაკან შუქური ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და თავს ტაქსაობით ირჩენს. თავის ცხოვრებასთან დაკავშირებით "ინტერის" ყოფილმა ფორვარდმა Welt am Sonntag-სთან ისაუბრა.

"2013 წელს, რაც მმართველი პარტია დავტოვე, პრობლემები მას შემდეგ დაიწყო. ჩემი ცოლის ბუტიკი დაკეტეს, შვილები მუდმივად შიშის ქვეშ იყვნენ და მამაჩემი დააპატიმრეს.

აშშ-ში ჩამოსვლის შემდეგ კაფეტერია გავხსენი, თუმცა დახურვა მომიწია. ჩემთან ერთად ერთმა თურქმა ბიჭმა გადაიღო ფოტო და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს, ქვეყნის ღალატი დააბრალეს.

მე არაფერი მაქვს დარჩენილი სამყაროში. ერდოღანმა ყველაფერი წამართვა. წაიღო ჩემი
თავისუფლება, უდანაშაულობის დამტკიცების უფლება, გამოხატვის თავისუფლება. მან მუშაობის უფლებაც კი წამართვა.

რას ვეტყოდი მას აშშ-დან? დაუბრუნდი დემოკრატიას, სამართლიანობასა და ადამიანთა უფლებებს. ისეთი პრეზიდენტი იყავი, ვისაც ადამიანთა გასაჭირი და პრობლემები აინტერესებს; ისეთი პრეზიდენტი, როგორიც თურქეთს სჭირდება", - თქვა შუქურმა.

48 წლის ჰაკან შუქური 51 გატანილი გოლით თურქეთის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია. 2016 წელს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის წინააღმდეგ შეთქმულებაში დასდეს ბრალი, თითქოს ფეთულა გიულენთან ერთად გადატრიალებას აწყობდა.

ამჟამად შუქური ვაშინგტონში ცხოვრობს, "უბერის" ტაქსიში მუშაობს და წიგნებს ყიდის. კარიერის მანძილზე კი ისეთ კლუბებში თამაშობდა, როგორებიცაა "გალათასარაი", "ტორინო", "პარმა", "ინტერი" და "ბლექბერნი".


მკითხველის კომენტარები / 13 /
გულს ნუ გაიტეხ ჰაკან, მთავრობა როცა შეიცვლება - ანკარას მერი შეგიძლია გახდე:)
ბასკი
13 იანვარი 2020 19:09
6
აი ჩვენ რა გვეშველება?! ჩრდილოეთით პუტინის დიქტატურა, სამხრეთით ერდოღანის და ჰამენეის დიქტატურა! კიდევ კარგ ჭკუაზე ვართ ქართველები ამ დედა********ბის შემხედვარე! მართლა ყოჩაღ ქართველ ერს რომ ვარსებობთ!!!
ლუკა
14 იანვარი 2020 01:53
1
ასე იცის დიქტატურამ . ფაშისტმა ადამიანმა
macbook pro
13 იანვარი 2020 20:42
0
ჩემი კოლეგა ყოფილა. მეც უბერში ვმუშაობ,ოღონდ ნიუ იორკში. ვაშინგტონში ფული არ იშოვება, წამო ეფენდი ნიუ იორკში
ლევან
14 იანვარი 2020 00:48
1
ე, ბიჯო ლევან ძმაო, იქნებ მეც მიშველოთ რამე...
buba
14 იანვარი 2020 10:12
1
რაღა ტაქსისტობა... ასეთი ბიოგრაფიის კაცი აშშ-ში საფეხბურთო სფეროში ვერ საქმდება?
D
14 იანვარი 2020 00:32
0
არადა მართლა კარგი ფეხბურთელი იყო.ბექჰემი აკეთებს გუნდს და ნუთუ რამე ადგილი არ ექნებოდა ამისთვის რო ეტყოდა.თან თითქმის ერთ დროს თამაშობდნენ,თან ბექჰემი კაი ტიპია,იცის ხელის მომართვა ადამიანებისთვის
კახა ქ.
14 იანვარი 2020 22:17
0
ეხლა აგინებს ერდოღანს და 2013 წლამდე პარლამენტში ბრძანდებოდა ერდოღანის პარტიის სიით
ჰამლეტი
13 იანვარი 2020 22:52
27
ნაცია აშკარად )))))
მე
14 იანვარი 2020 02:14
1
ki magram fexburts ufasod tamashobdi? ra ukavi amden fuls?
Kemba
14 იანვარი 2020 12:04
12
წამართვაო გეიგე? თუ წაკითხულის აღქმა არ გაქ?
მიხუ
15 იანვარი 2020 12:04
1
ქართველია, ლაზი და შემოეჭმებოდა რასაკვირველია.
ალალე
14 იანვარი 2020 17:06
3
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული