ლიონელ მესიმ კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა: "რეალთან" მატჩი მნიშვნელოვანია, თუმცა...

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანმა და ლიდერმა ლიონელ მესიმ DAZN-თან საუბარში კომენტარი კრიშტიანო რონალდოსთან დაპირისპირებაზე გააკეთა.

"ეს განსაკუთრებული წინააღმდეგობა იყო, რომელიც სამუდამოდ დარჩება ადამიანების მახსოვრობაში, რადგან დიდი ხანი გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დონის შენარჩუნება ძალიან ძნელი იყო.

ამასთანავე, ისეთ მომთხოვნ კლუბებში ვთამაშობდით, როგორებიც "რეალი" და "ბარსელონაა" - მსოფლიოში საუკეთესო გუნდები.

თანაბარი ბრძოლა ბევრი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ჩვენ შორის სპორტული დაპირისპირება ძალიან სასიამოვნო იყო პირად დონეზე და ვფიქრობ, ხალხიც სიამოვნებას იღებდა, არ აქვს მნიშვნელობა "რეალის" ფანი იყო თუ "ბარსელონას", ან საერთოდ სხვა გუნდის გულშემატკივარი.

რასაკვირველია, როცა კრიშტიანო "რეალში" თამაშობდა, მაშინ "ელ კლასიკოები" განსაკუთრებული იყო. "რეალთან" შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა რონალდოსთან ერთად უფრო საოცარი იყო. ახლა ეს ყველაფერი წარსულია, ჩვენ კი წინ მივდივართ", - თქვა ლეომ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
შენ კი ხარ კაი კაცი ცოტა ფანატები გყავს უტვინო და უზრდელი.
jorji
15:29 16-01-2020
1
გადადი მერე რომაში და იქ გავაგრძელოთ დაპირისპირება ))) ისე პსჟ ს ბოსს ნანდომა რომას ყიდვა და თუ იყიდა გახდება უმაღლესი დონის გუნდი
ტოტტი
17:11 15-01-2020
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული