ცენტრიდან გატანილი გოლი, 2 პენალტი, 2 წითელი ბარათი და 0:7 - "ატალანტა" საოცრებებს ჩადის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 21-ე ტურში "ტორინომ" საკუთარ მოედანზე "ატალანტას" უმასპინძლა და სამარცხვინო ანგარიშით დამარცხდა - 0:7.

შეხვედრას, ფაქტობრივად, არაფერი აკლდა. იოსიპ ილიჩიჩმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და მიმდინარე სეზონში უკვე 13 გოლი აქვს გატანილი. ერთ-ერთი გოლი, კი სლოვენიელმა მოედნის ცენტრიდან გაიტანა - კარიდან გამოსულ სირიგუს თავზე გადაუგდო ბურთი.

შეხვედრაში "ტორინოს" კარის მიმართულებით 2 პენალტი დაინიშნა- ჯერ დუვან ზაპატამ გაიტანა, შემდეგ ლუის მურიელმა. ასევე, მატჩის მთავარმა არბიტრმა "ტორინოს" 2 ფეხბურთელს უჩვენა წითელი ბარათი - 76-ე წუთზე არმანდი იცო გააძევა, 89-ზე კი სერბი საშა ლუკიჩი.

"ატალანტამ" ისტორიაში პირველად სერია A-ში 7 ბურთიანი სხვაობით მოიგო. აღსანიშნავია, რომ გასპერინის მიერ გაწვრთნილ გუნდს მიმდიანრე სეზონში ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის გუნდებს შორის "მანჩესტერ სიტის" შემდეგ ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. "ატალანტას" ფეხბურთელებმა იტალიის ჩემპიონატში 57 გოლი გაიტანეს.


ტურინი, "სტადიო ოლიმპიკო"

ტორინო - ატალანტა 0:7

გოლები: 0:1 ილიჩიჩი (17), 0:2 გოსენსი (29), 0:3 ზაპატყა (45+2), 0:4 ილიჩიჩი (53), 0:5 ილიჩიჩი (54), 0:6 მურიელი (86), 0:7 მურიელი (88)
მკითხველის კომენტარები / 2 /
გვარად რომ სირიგუ იქნება ან თავზე გადაუგდებენ ან ფეხებშორის..:)
საბა
12:46 26-01-2020
2
ზაპატყა მაგარია.
emigranti
15:37 26-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული