ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოს" ძირითად გუნდთან ერთად იმყოფებოდა შეკრებაზე, სადაც ყველა ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლიც გაიტანა, ახლა კი 3 თანაგუნდელთან ერთად U19-ში დააბრუნეს.
საქმე ისაა, რომ 12 თებერვალს კიევის "დინამო" უეფას ახალგაზრდული ლიგის 1/8-ფინალში ზაგრების "დინამოს" უმასპინძლებს და გიორგი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის გუნდთან ერთად უნდა მოემზადოს.
გიორგი წიტაიშვილმა ვაკო გვილიას "ლეგიას" გაუტანა
გიორგი წიტაიშვილმა უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ორი პენალტი გაიტანა