"საბურთალოს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ინტერს გი მშობლიურ კოვილიის "სპორტინგში" დაბრუნდა.
"სპორტინგი" პორტუგალიის რანგით მეორე დივიზიონში მეოთხე ადგილზეა და ელიტარულ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.
26 წლის გი გასულ სეზონში "საბურთალოში" თამაშობდა, იქამდე კი, "სპორტინგის" გარდა, გიმარაეშის "ვიტორიას", შვეიცარიის "ჩიასოსა" და "სამტრედიას" ღირსებას იცავდა.