18 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოში" ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია.
ვინაიდან "დინამო" 12 თებერვალს უეფას ახალგაზრდული ლიგის 1/8-ფინალში ზაგრების "დინამოს" შეხვდება, ის შეთავსებით ახალგაზრდულ გუნდში ვარჯიშობს და ამხანაგურ შეხვედრებშიც იღებს მონაწილეობას - "ალანიასპორის" თანატოლებთან მატჩში (8:0) გიორგი ძირითად შემადგენლობაში იყო, დუბლი შეასრულა და მე-80 წუთზე შეცვალეს.
შემდეგ კი მწვრთნელმა ოლეკსეი მიხაილიჩენკომ პირველ გუნდში ნორვეგიის "სტრემსგოდსეტთან" (3:0) პირველი ტაიმი ათამაშა და იქაც აქტიური იყო.