ანდრეს ინიესტას "ვისელ კობე" იაპონიის სუპერ თასის მფლობელი გახდა, თუმცა შეხვედრა, განსაკუთრებით კი პენალტების სერია სრული სიგიჟე იყო.
საიტამას სტადიონზე 50 000 გულშემატკივრის წინ გამართული მატჩი ძირითად დროში 3:3 დასრულდა. "ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
პირველი პენალტი "იოკოჰომას" ფეხბურთელმა გაიტანა, ინიესტამ წონაწორობა მომდევნო თერთმეტმეტრიანის დროს აღადგინა, თუმცა შემდეგ დაიწყო სრული სიგიჟე: ზედიზედ 9 დარტყმა და 0 გოლი (3 სეივი, 2 ხარიხა, 1 ძელი და 4 აცილება).