ტომას ვერმაელენი ინიესტასა და ვილიას თანაგუნდელი გახდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა მცველმა ტომას ვერმაელენმა შეიძლება კარიერა იაპონიაში გააგრძელოს.

"მარკას" ცნობით, 33 წლის ბელგიელი ფეხბურთელი მალე კობეს "ვისელთან" გააფორმებს კონტრაქტს. ის უკვე იაპონიაშია და მასთან ხელშეკრულების დადებას "ვისელი" მალე გამოაცხადებს.

ამ გუნდის ღირსებას ექსბარსელონელები - ანდრეს ინიესტა და დავიდ ვილია იცავენ.

ვერმაელენს "ბარსასთან" კონტრაქტი ახლახან დაუსრულდა და ამომავალი მზის ქვეყანას თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა.

მან გასულ სეზონში ლა ლიგის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული