ცსკა-ს ნახევარმცველი მარადიშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს - ვინაა ეს 20 წლის ბიჭი?

AutoSharing Option
ესპანურ შეკრებაზე ნორვეგიის "ოდთან" მოგებულ ამხანაგურ მატჩში (3:1) მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველმა კონსტანტინ მარადიშვილმა გოლი გაიტანა და საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ის ორიოდ დღის წინ გახდა 20 წლის და გოლი მამას მიუძღვნა, რომლის დაბადების დღე დღეს არის. championat-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თავის შესახებ ისაუბრა.

- გვარის და მამის სახელის (კობას ძე) ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ქართული ფესვების მქონე ხარ. იცით თქვენი გვარის, ოჯახის ისტორია?
- მამაჩემი ქართველია, დედიკო - რუსი. მამის ნათესავები ახლაც საქართველოში ცხოვრობენ. ვიცი, რომ ერთ-ერთი მათგანი, ქართლოს მარადიშვილი საკმაოდ
ცნობილი მსახიობია. მამა 20 წლის იყო, როდესაც რუსეთში გადმოსახლდა. დილით მუშაობდა, საღამოს სწავლობდა. მოსკოვში გაიცნო ჩემი მომავალი დედა.

- თქვენ, ისტორიულ სამშობლოში ნამყოფი ხართ?
- არასოდეს არ ვყოფილვარ. მამას ხშირად შემოუთავაზებია, მაგრამ არანაირად არ გამოვიდა - ხან თამაშები, ხან შეკრებები. იმედია, ზაფხულში ბოლოს და ბოლოს გავემგზავრები, ვნახავ ნათესავებს - ბაბუას, დასა და ძმას.

- ბავშვობიდან ცსკა-სთვის - ეს თქვენზეა ნათქვამი?
- დიახ, რა თქმა უნდა. მამამ 7 წლისა მიმიყვანა სინჯებზე და მას შემდეგ 13 წელია აქ ვარ. სხვა გუნდები ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა.

- მამა ფეხბურთის მაგარი გულშემატკივარია?
- უფრო ჩემი გულშემატკივარია (იცინის). ახალგაზრდობაში ისიც თამაშობდა და საკმაოდ კარგ დონეზე, ვიდრე მენისკის ტრავმა არ მიიღო. რაღაც პერიოდი კიევის "დინამოს" ფან-გუნდში თბილისში დარბოდა, შემდეგ კი მის ანალოგში მოსკოვში. მერე საბოლოოდ შეეშვა ფეხბურთს. ჩემს აღზრდაზე გადმოერთო. ძირითადად მას დავყავდი ვარჯიშებზე. ახლო იყო, 20-30 წუთის სავალზე, თუ "საცობები" არ იყო.

- კლუბის აკადემიის დირექტორი ოლეგ კორნაუხოვი იხსენებს, რომ მამა ძალიან განიცდიდა შვილის გამო - როგორც ჭეშმარიტი ქართველი - რეაგირებდა ყველა წარმატებასა და წარუმატებლობაზე.
- ის ჯერ ჩემი სიმაღლის გამო განიცდიდა. ეშინოდა, რომ არ გავიზრდებოდი და გუნდში ყველაზე დაბალი დავრჩებოდი. მხოლოდ 9-10 წლის შემდეგ დავიწყე სიმაღლეში ცოტ-ცოტა ზრდა. თუ შემადგენლობაში ვერ ვხვდებოდი, გულთან ახლოს მიჰქონდა. ის მუდამ მკარნახობდა.

- მკაცრად გზრდიდათ?
- ბუნებრივია. კავკასიაში შენ "ბლინებით არ გამოგვებავენ". ყოველი ვარჯიშის შემდეგ - შეცდომების გარჩევა. მძიმე საუბრები გვქონდა ხოლმე - ცრემლებამდე მიდიოდა საქმე. აბა, სხვანაირად როგორ? არანაირად. უნდა ყური მიუგდო, დასკვნები გააკეთო, შენს თავზე იმუშავო და გაიზარდო.
მკითხველის კომენტარები / 11 /
Მამით მზე და დედით რუსია ქართული არ იცის არც ქართველობს
Გიო
17 აგვისტო 2023 00:45
2
რას ერჩით ამ პატიოსან ქართველ სპორტსმენს, რამ დაგახლავად ასე.ფუ
თქვენნაირი ვითომ “ ქართველების” ….
თემური
17 მარტი 2023 16:53
1
რუსეთში დაბადებული და გაზრდილი მამით ქართველი, მაგრამ მენტალურად რუსი ბიჭია. ღმერთმა გაუმარჯოს და წარმატებებს ვუსურვებ. ის რომ მამა ქართველი ყავს, მამის სანათესავო მხარე საქართველოში ცხოვრობს და 50%-ით სისხლით ქართველია, ჩემთვის იმის საფუძველია რომ ვუგულშემატკივრო. საქართველოს ნაკრებში თამაშს თუ არ აირჩევს (და რატომ უნდა აირჩიოს რუსეთში დაბადებულმა და გაზრდილმა კაცმა, იქაურ გარემოში გაზრდილმა, რომელიც ბავშვობიდანვე რუსული საფეხბურთო კლუბის აღზრდილია?)ამაში გასაკვირი რა არის? მე ის უფრო გამიკვირდებოდა, რაც იქ ბავშვობიდან მასში ჩადეს ამღზრდელებმა, იმისთვის ხაზი გადაესვა და საქართველოს ნაკრებში ეთამაშა შეთავაზების შემთხვევაში. წარმატებებს ვუსურვებ კონსტანტინეს!!!
საქართველოს რიგითი მოქალაქე
09 თებერვალი 2020 14:25
10
ეხლა ახალი ჯიქიას გამოძერწვა წავა ამ საიტზე... ( 20 წლის ბიჭი რუსეთიდან ერთხელ არ ჩავიდა საქართველოში, აწი რაღას მოაბრუნებ მაგას, ჩავა და დაიწყებს ეგეც ქინკალი, ქაწაპური, ტკემალი და წავა მერე ისევ)
Vasili
09 თებერვალი 2020 14:20
18
ქვემოთაც დავწერე კომენტარი. ტეხავს ურა პატრიოტიზმი
რამ გაგაბოროტა ასე
09 თებერვალი 2020 15:47
5
ვინაა რომ კითხულობთ..
ვინაა და რუსია.
შეეშვით და დაიკიდეთ.
გელა ნუგზარაშვილი
09 თებერვალი 2020 12:16
18
წარმატებები. მაგრამ დას და ძმას, ბაბუას რომ არ იცნობს, კი მიკვირს.
nita
09 თებერვალი 2020 11:44
3
რა ვქნა, მიყვარს ყველა ქართველი.
100%
09 თებერვალი 2020 10:41
3
წარმატებას უსურვებ ყველა ქართული გენის მატარებელს.
Megreli
09 თებერვალი 2020 10:25
4
მოსკოვში გუნდები დაილია მაინცდამაინც ცსკ-ში რო არ მიეყვანე, თან რა ეამაყებაა ^არმეისკი^ გუნდში თამაში მთავარია საცობები არ უშლის ხელს
1111
09 თებერვალი 2020 09:57
33
წარმატებები კარგ ადამიანს და ქართველს. ისე კარგი მასწავლებელი წარმატების საწინდარია.
levam
09 თებერვალი 2020 09:16
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული