ცსკა-ს ნახევარმცველი მარადიშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს - ვინაა ეს 20 წლის ბიჭი?

AutoSharing Option
ესპანურ შეკრებაზე ნორვეგიის "ოდთან" მოგებულ ამხანაგურ მატჩში (3:1) მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველმა კონსტანტინ მარადიშვილმა გოლი გაიტანა და საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ის ორიოდ დღის წინ გახდა 20 წლის და გოლი მამას მიუძღვნა, რომლის დაბადების დღე დღეს არის. championat-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თავის შესახებ ისაუბრა.

- გვარის და მამის სახელის (კობას ძე) ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ქართული ფესვების მქონე ხარ. იცით თქვენი გვარის, ოჯახის ისტორია?
- მამაჩემი ქართველია, დედიკო - რუსი. მამის ნათესავები ახლაც საქართველოში ცხოვრობენ. ვიცი, რომ ერთ-ერთი მათგანი, ქართლოს მარადიშვილი საკმაოდ
ცნობილი მსახიობია. მამა 20 წლის იყო, როდესაც რუსეთში გადმოსახლდა. დილით მუშაობდა, საღამოს სწავლობდა. მოსკოვში გაიცნო ჩემი მომავალი დედა.

- თქვენ, ისტორიულ სამშობლოში ნამყოფი ხართ?
- არასოდეს არ ვყოფილვარ. მამას ხშირად შემოუთავაზებია, მაგრამ არანაირად არ გამოვიდა - ხან თამაშები, ხან შეკრებები. იმედია, ზაფხულში ბოლოს და ბოლოს გავემგზავრები, ვნახავ ნათესავებს - ბაბუას, დასა და ძმას.

- ბავშვობიდან ცსკა-სთვის - ეს თქვენზეა ნათქვამი?
- დიახ, რა თქმა უნდა. მამამ 7 წლისა მიმიყვანა სინჯებზე და მას შემდეგ 13 წელია აქ ვარ. სხვა გუნდები ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა.

- მამა ფეხბურთის მაგარი გულშემატკივარია?
- უფრო ჩემი გულშემატკივარია (იცინის). ახალგაზრდობაში ისიც თამაშობდა და საკმაოდ კარგ დონეზე, ვიდრე მენისკის ტრავმა არ მიიღო. რაღაც პერიოდი კიევის "დინამოს" ფან-გუნდში თბილისში დარბოდა, შემდეგ კი მის ანალოგში მოსკოვში. მერე საბოლოოდ შეეშვა ფეხბურთს. ჩემს აღზრდაზე გადმოერთო. ძირითადად მას დავყავდი ვარჯიშებზე. ახლო იყო, 20-30 წუთის სავალზე, თუ "საცობები" არ იყო.

- კლუბის აკადემიის დირექტორი ოლეგ კორნაუხოვი იხსენებს, რომ მამა ძალიან განიცდიდა შვილის გამო - როგორც ჭეშმარიტი ქართველი - რეაგირებდა ყველა წარმატებასა და წარუმატებლობაზე.
- ის ჯერ ჩემი სიმაღლის გამო განიცდიდა. ეშინოდა, რომ არ გავიზრდებოდი და გუნდში ყველაზე დაბალი დავრჩებოდი. მხოლოდ 9-10 წლის შემდეგ დავიწყე სიმაღლეში ცოტ-ცოტა ზრდა. თუ შემადგენლობაში ვერ ვხვდებოდი, გულთან ახლოს მიჰქონდა. ის მუდამ მკარნახობდა.

- მკაცრად გზრდიდათ?
- ბუნებრივია. კავკასიაში შენ "ბლინებით არ გამოგვებავენ". ყოველი ვარჯიშის შემდეგ - შეცდომების გარჩევა. მძიმე საუბრები გვქონდა ხოლმე - ცრემლებამდე მიდიოდა საქმე. აბა, სხვანაირად როგორ? არანაირად. უნდა ყური მიუგდო, დასკვნები გააკეთო, შენს თავზე იმუშავო და გაიზარდო.
მკითხველის კომენტარები / 11 /
Მამით მზე და დედით რუსია ქართული არ იცის არც ქართველობს
Გიო
00:45 17-08-2023
2
რას ერჩით ამ პატიოსან ქართველ სპორტსმენს, რამ დაგახლავად ასე.ფუ
თქვენნაირი ვითომ “ ქართველების” ….
თემური
16:53 17-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული