სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" ფეხბურთელმა ემილიანო რიგონიმ ერთმანეთს იტალია და რუსეთი შეადარა და განაცხადა, რომ იტალია კი კარგი ქვეყანაა, თუმცა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან ახლოსაც ვერ მივა.
"1 წლის წინ, "ატალანტაში" განათხოვრებისას ვთქვი, რომ იტალია რუსეთზე უფრო კარგი ქვეყანაა და ახლაც ვადასტურებ ამ სიტყვებს. მე არგენტინაში გავიზარდე, რომელიც რუსეთს ცხოვრების დონით ძალიან ჩამორჩება. მე მომწონს, როგორ არის აშენებული სისტემა რუსეთში და როგორ მუშაობს ყველაფერი აქ. იტალია შესანიშნავი ქვეყანაა, თუმცა რუსეთთან ახლოსაც ვერ მივა.
მე ყურადღებას დეტალებზე ვამახვილებ. თუ რუსეთში გაზის, დენის ჩართვა მინდა
ან ტელევიზორის დაყენება, ამას მაქსიმუმ 3 დღე სჭირდება. იტალიაში ინტერნეტის ჩასართავად 3 კვირა ვიცადე.
ამას პუნქტუალურობაც ემატება. რუსეთში არ მინახავს შემთხვევა, რომ ტრანსპორტს გრაფიკი დაერღვია, იტალიაში კი ეს ჩვეულებრივია. ასისტენტი მყავს რუსეთში, თუ რამე მინდა, მას ვთხოვ და მომენტალურად სრულდება ყველაფერი. იტალიაშიც მყავდა დამხმარე. როცა რამეს ვთხოვდი, მერე მთელი დღე მიწევდა ამის შეხსენება და სადღაც 1 კვირაში ვიღებდი იმას, რაც მინდოდა.
სანკტ-პეტერბურგში ყველაფერი მომწონს. მხოლოდ მეგობრები და ოჯახი მაკლია", - უთხრა რიგონიმ "სპორტ ექსპრესს".
რიგონის არ იყოს, რუსეთში ქართველ ფეხბურთელებსაც, ალბათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული მუშაობა იზიდავთ.