პელე დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება და დეპრესიაშია

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს შვილმა, ედინიომ მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ძალიან სუსტადაა. მენჯის ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაცია იდეალური არ იყო. დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, რაც თავის მხრივ, დეპრესიას იწვევს.

წარმოიდგინეთ, მეფე საფეხბურთო სამყაროში მუდამ სერიოზული ფიგურა იყო, ახლა კი ნორმალურად სიარული არ შეუძლია. ამის გამო რცხვენია. რცხვენია, რომ გარეთ არ შეუძლია გასვლა, ხალხში გამოჩენა, ქუჩაში ყოფნა. ვერაფერს აკეთებს. მორცხვი და კარჩაკეტილი გახდა", - ციტირებს ედინიოს Globo Esporte.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელე 79 წლისაა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
მესის სიდიადე რომ ვერ დაინახო ფეხბურთის უცოდინარი ან უბრალოდ უსამართლო უნდა იყო.ისე კამათში ხანდახან უბოროტო დაცინვა მოსულა. ზოგიერთები ჩემი სახელითაც წერენ.ბავშობიდან რეალს ვგულშემატკივრობ ამიტომ ბარსას მოწინააღმდეგე.ხოლო მესის და რონალდუს დაპირისპირება ისტორიაში დარჩება როგორც გიგანტების,ათლეტების კაცური ჭიდილი.ჩვენ ყველა ბედნიერები ვართ ვინც ამას ვუყურებთ.
ამაშია საქმე
13:26 11-02-2020
2
პელე მესის და რონალდუს ნაზავი იყო.მესის დრიბლინგი და პასები,რონალდუს სისწრაფე და თავით თამაში.თან გამორჩეული პიროვნება.საკვირველია ამ ზანგის ბიჭს გამორჩეული ინტელექტი.მოკლედ ნამდვილი მეფე.
ამაშია საქმე
10:42 11-02-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული