იტალიაში, ტოსკანაში არის პატარა ქალაქი ვიარეჯო, რომელშიც ყოველწლიურად იმართება კარანავალი და ქუჩაში ცნობილი ადამიანების, კულტების დიდი ფიგურები გამოაქვთ. წელს ეს პატივი წილად მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოსაც ხვდა.
ფიგურას თუ შეხედავთ, ის რკინისაგან გაკეთებული გეგონებათ, თუმცა, რეალურად, ის პაპიე მაშესაგან (ნივთიერება, რომელიც მიიღება ქაღალდის მასაში წებოს, სახამებლის, თაბაშირის, ცარცის და სხვ. შერევით) არის დამზადებული.
ვიარეჯოს კარნავალზე, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვანი პრობლემისადმი გულგრილი არაა, წელს რონალდოს ფიგურასთან ერთად გრეტა თუნბერგის და დონალდ ტრამპის ფიგურებსაც გამოიტანენ.