წიტაიშვილის კიევის "დინამო" უეფას ახალგაზრდული ლიგიდან გავარდა

AutoSharing Option
12 თებერვალს, უეფას ახალგაზრდული ლიგის 1/8-ფინალში კიევის "დინამო" ზაგრების "დინამოსთან" პენალტების სერიაში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ხორვატიული გუნდი უკრაინის დედაქალაქში დაგეგმილზე ერთი დღით გვიან ჩაფრინდა, თანაც ორი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე.

მატჩი, რომელსაც ვალერი ლობანოვსკის სახელობის სტადიონზე დაახლოებით 10 ათასი მაყურებელი დაესწრო, თვალსასეირო არ ყოფილა. მომენტები იშვიათად იქმნებოდა. "დინამოში" შეუცვლელად ითამაშა გიორგი წიტაიშვილმა და ორივე გუნდში საუკეთესო იყო. პირველ ტაიმში წიტაიშვილის პასით შულიანსკიმ ანგარიშის გახსნა ვერ შეძლო, ხოლო შეხვედრის კომპენსირებულ დროში თავად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ მისი
დარტყმული ბურთი მეკარემ აიღო.

თერთმეტმეტრიანების სერიაში გიორგიმ გაიტანა, თუმცა მისი გუნდი დამარცხდა და ზედიზედ მეორედ გამოეთიშა ტურნირს.

ნამატჩევს წიტაიშვილმა დაიჩივლა, რომ ძირითად დროში უნდა მოეთავებინათ მეტოქისთვის საქმე და ეს მატჩი ხორვატებმა კი არ მოიგეს, არამედ თვითონ წააგეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული