მესი და რონალდო "ინტერში"? ოღონდ არა იტალიაში!

AutoSharing Option
"მინესოტა იუნაიტედის" მწვრთნელი ედრიან ჰითი ფიქრობს, რომ "ინტერ მაიმის" შეუძლია კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდის, ლიონელ მესისა და ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის, კრიშტიანო რონალდოს გადმობირება.

"ეს ამერიკული ფეხბურთისთვის შესანიშნავი იქნებოდა. თუ ვინმეს აქვს თავის ოცნების გლობალურ მიზნად გადაქცევის საშუალება, ეს დევიდ ბექჰემია. მის ურთიერთობას თუ გავითვალისწინებთ მესისთან და რონალდოსთან, ასევე, მისი სპონსორების ამბიციებს - სავსებით შესაძლებელია მათი "მაიამში" მოყვანა". - ციტირებს ჰითს The Mirror-ი.

ადრე ესპანურმა AS-მა დაწერა, რომ ზაფხულში ბექჰემის "მაიამი" თავდასხმის გაძლიერებას ლიონელ მესისა და ედინსონ კავანის მოყვანით შეეცდება. ასევე, მათ გეგმებში
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩიც შედის.

altმესიმ "ეიბართან" პოკერი" შეასრულა - "ბარსელონამ" "ეიბარი" გაანადგურა [VIDEO]

alt"იუვენტუსმა" გაიმარჯვა - რონალდომ სერია A-ში 42-ე გოლი გაიტანა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ორი გენიოსი.რა ლამაზი სურათია.
ამაშია საქმე
21:49 26-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული