ბელარუსი აღარ ხუმრობს - ბულგარეთს სოფიაში დუბლებით მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსმა, ამხანაგურ მატჩში უზბეკეთის დამარცხების (1:0) შემდეგ, სტუმრად ბულგარეთთან გამართა სპარინგი და 1:0 მოუგო.

ბელარუსებმა ლეგიონერების და წამყვანი ფეხბურთელების გარეშე ითამაშეს, მწვრთნელმა მარხელმა შანსი ახალგაზრდებს მისცა და მათ თავი არ შეურცხვენიათ.

გოლი სოლიგორსკის "შახტიორის" 21 წლის ნახევარმცველმა პოდსტრელოვმა გაიტანა - ეს ეროვნულ გუნდში მისი პირველი გოლია.

სოფია. "ვასილ ლევსკი". 250 მაყურებელი
ბულგარეთი - ბელარუსი 0:1
გოლი: პოდსტრელოვი (15)

ბელარუსი: ხატკევიჩი, კარპოვიჩი (ვაგერია 90+3), პოზნიაკი, შვეცოვი, კორზუნი, სტეპანოვი, იაბლონსკი, იუზეპჩუკი (შევჩენკო 60, ვოლკოვი
78), პოდსტრელოვი, კლიმოვიჩი, ლისაკოვიჩი (პეჩენინი 69)

მკითხველის კომენტარები / 15 /
ხო არ გადაობთ ხალხნო ამ თამაშინ თუ მაგათი უნდა შეგვეშინდეს და რავი.მინიმუმ 3-ს გავუტანს და მეორე მაგდენს დავპირდებით
bacho
22:40 26-02-2020
2
ნუ გეშინიათ - ჩვენთან დუბლებით არ ითამაშებენ! ;)
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული