რონალდოს დედამ ინსულტი გადაიტანა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის, კრიშტიანო რონალდოს დედა დოლორეში დღეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

65 წლის ქალმა ინსულტი გადაიტანა. ინფორმაციას A Bola ავრცელებს. დროულმა სამედიცინო ჩარევამ დოლორეში ჯანმრთელობის გაუარესებისგან დაიცვა. თუმცა რონალდოს დედას მკურნალობა და ყურადღება დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ თუ არ მოხდებოდა ოპერატიული ჩარევა, დალორეშს მეტყველება დაერღვეოდა ან პარალიზებული გახდებოდა.

რონალდოს ყოფილმა კლუბმა "სპორტინგმა" დედას გამოჯანმრთელება უსურვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნამდვილი კარგი ქართველის ხასიათი აქვს.ოჯახზე,მეგობრებზე და ახლობლებზე მაგრად ზრუნავს.დასავლეთში ეს იშვითობაა.ამიტომაც იმსახურებს ადამიანურ პატივისცემას.
მაგარი კაცი ხარ რონი
18:44 06-03-2020
1
რონალდოს ფანებისგან განსხვავებით, (რომლებიც ვერ იტანენ მესის) როლანდოს დედას გამოჯამრთელებას ვუსურვებთ! ეს ოხერი დავაადება ნაცნობია ჩემი ოჯახისთვის
ბარსა მესი.
20:00 04-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული