ვასილ კიკნაძე: კორონავირუსი შეიძლება მარკეტინგული შემადგენელია - სიომინის შეცვლის ვარიანტი განიხილება

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში მოსკოვის "ლოკომოტივის" (რომლის ღირსებასაც საბა კვირკველია იცავს) გენერალურმა დირექტორმა ვასილ კიკნაძემ მწვრთნელ იური სიომინის შესაძლოა შეცვლაზე და კორონავირუსზე ისაუბრა.

- წესდების თანახმად, მწვრთნელის დანიშვნის გადაწყვეტილებას გენერალური დირექტორი კი არა, არამედ დირექტორთა საბჭო იღებს. მისი სხდომა აპრილის შუა რიცხვებამდე არ გაიმართება, როდესაც გაირკვევა, რას მივაღწიეთ ამ სეზონში, სად გავედით, სად ვერ გავედით. დირექტორთა საბჭო რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, მათ შორის სიომინის კანდიდატურაც განიხილება.

- რამდენად გაწუხებთ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია, რომლის გამო იტალიაში მატჩები გადაიტანეს ან მაყურებელთა გარეშე ატარებენ?
-
ვცდილობ ეს ვითარება ობიექტურად შევაფასო, რომ სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა და სტადიონზე ათასობით ადამიანი იკრიბება და არ შემიძლია არ შევაფასო ზოგიერთი ექიმის დასკვნა, რომ პროცენტული მაჩვენებლით ჩვეულებრივი გრიპისგან უფრო მეტი ადამიანი იღუპება.

ისტერიკისადმი მიდრეკილი არა ვარ. ჩვენ მუდმივად გვაშინებენ ღორის და ფრინველთა გრიპებით. არ გამოვრიცხავ, რომ ეს უბრალოდ მარკეტინგული შემადგენელია. თუმცა, თუ მატჩების მაყურებლების გარეშე ჩატარების ან ჩემპიონატის ერთი თვით შეჩერების გადაწყვეტილება იქნება მიღებული, როგორც ეს ევროპაში ხდება, ჩვენ 100%-ით შევასრულებთ.

- კლუბში ფეხბურთელებთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებულ პროფილაქტიკურ ზომებს თუ მიმართავთ?
- არა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგას რომ არ ეთქვა, ჩვენ ვერ ვხვდებოდით, რომ ეს კორონავირუსი გაზვიადებული პონტია
სევასტი
23:57 06-03-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული