რონალდინიოს პატიმრობის ვადა განუსაზღვრეს

AutoSharing Option
პარაგვაის სასამართლომ მსოფლიო ფეხბურთის ყოფილ ვარსკვლავ რონალდინიოსა და მის ძმას ყალბი პასპორტების გამოყენების გამო 6-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორის მოთხოვნით, ეჭვმიტანილები ორი მიზეზით უნდა დარჩენილიყვნენ პატიმრობაში. პირველი გახლავთ ის, რომ რონალდინიო ძმასთან ერთად, შესაძლოა, მიმალულიყო და მეორე ის, რომ ბრაზილია საკუთარი მოქალაქეების ექსტრადირებაზე ყოველთვის უარს აცხადებს.

დაცვის მხარე აცხადებდა, რომ რონალდინიოს ძმას, რობერტო დე ასსიშს გული პრობლემები აწუხებს და სამედიცინო დახმარება სამშობლოში უნდა მიეღო. თუმცა, მხარემ აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი საბუთები ვერ წარმოადგინა და ფეხბურთელთან ერთად ძმაც მომავალ 6 თვეს (სავარაუდოდ)
ციხეში გაატარებს.

მომზადებულია Globoesporte-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული