რუსეთის ნაკრების ციხიდან გათავისუფლებული ფეხბურთელი - პუტინის ფოტო აღარ მინდა, ყველაფერი ისე კარგად არაა, როგორც მეგონა

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" თავდამსხმელმა ალეკსანდრ კოკორინმა, რომელიც იჯარის წესით "სოჭის" ღირსებას იცავს, ბლოგერ ევგენი სავინთან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, შეიცვალა თუ არა მთავრობისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ მისი დამოკიდებულება ციხეში აღმოჩენის შემდეგ.

- ადრე ვლადიმირ პუტინის ფოტო ავატარად გეყენა. მაისური გეცვა, რომელზეც პუტინი იყო გამოსახული. შენ კი სისტემის წნეხის ქვეშ მოხვდი, სასამართლო ხელისუფლება - სისტემის ნაწილი. შეგეცვალა მთავრობის მიმართ დამოკიდებულება და პრეზიდენტის ფოტოს ავატარზე მომავალშიც დააყენებ?
- მის ფოტოს ჩემს ავატარზე ნამდვილად ვეღარ იხილავთ. პირადად ამ ადამიანის მიმართ დამოკიდებულება არ შემიცვლია, იმ
მხრივ, რომ ეს ჩემი მოლოდინები იყო, ის, რაც მინდოდა. თუმცა, ვხვდები, რომ ჩემი სიტუაციის შესახებ იცოდა, სისტემას ჰქონდა ჩემზე ინფორმაცია. ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ მონაწილეობა მიიღო ამ ყველაფერში და ვიღაცებმა საჭირო ზარები განახორციელეს, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ინფორმაცია ჰქონდათ. რაღაცების სხვანაირად წაყვანის სურვილი რომ ჰქონოდათ, გააკეთებდნენ კიდეც.

საერთოდაც, შევეჯახე სისტემას და ვხვდები, რომ ყველაფერი ისე კარგად არაა, როგორც მეგონა. სასამართლო განხილვები, სასამართლო პროცესები ქვეყანაში - შეუძლებელია გამამართლებელი განაჩენი 0.00002% იყოს. ისე გამოდის, ვისაც დაიჭერენ, ყველა აუცილებლად დამნაშავეა? რა გამოდის, სასამართლო იტყვის: "რა საჭიროა განხილვა, ყველა დამნაშავეა, ყველა ციხეში". ეს არასწორია", - თქვა ფეხბურთელმა.

რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები ალეკსანდრ კოკორინი და პაველ მამაევი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და ადამიანების ცემის გამო დააპატიმრეს და ციხეში ჯდომაც მოუწიათ. ქართველ გულშემატკივარს, შესაძლოა, კოკორინი გიორგი ჭანტურიასთან ჩხუბის შემდეგაც ახსოვდეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ადამიანები ცემეს და ციხეში ჯდომაც აღარ უნდოდა? ჩემი აზრით სწორედ გავლენების გამო გამოუშვეს ნაადრევად, უბრალო ადამიანი ბოლომდე მოიხდიდა სასჯელს, უმადური!
Gio
11 მარტი 2020 16:04
2
...რუსეთის ნაკრების ციხიდან გათავისუფლებული ფეხბურთელი)))
ბათუმის ფანი
11 მარტი 2020 13:12
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული