ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო ჩემპიონატის სტარტი არ გადაიდება.
და კიდევ: ტურნირი დაიწყება შეზღუდვების გარეშე - მაყურებლებს მატჩებზე დასწრება თავისუფლად შეეძლებათ.
ამასთან, ფედერაცია ყურადღებით დააკვირდება ქვეყანაში და საზღვარგარეთ ეპიდემიის გავრცელების სიტუაციას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უსაფრთხოების ზომებს მიიღებს.
ბელარუსის ჩემპიონატი 19 მარტს დაიწყება. ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 36 შემთხვევა დაფიქსირდა.