ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა სერგეი კოვალჩუკმა ქვეყნის ჩემპიონატების შეჩერების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
"ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას ყოველდღე ვადევნებთ თვალს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვითარების მონიტორინგზე უარს ვაცხადებთ, ძალიან ცდებიან. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ზედმიწევნით ვასრულებთ.
ყოველ სპორტულ ობიექტზე გარკვეული სახის ზომები არის მიღებული. მათ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. მინდა აქვე მივმართო გულშემატკივრებს, რომ აღნიშნული რეკომენდაციები შეასრულონ.
თუ ვითარება გართულდება და დღევანდელზე უფრო მძიმე გახდება, ამ შემთხვევაში უფრო მკაცრ ზომებსაც მივიღებთ ჩემპიონატების შეჩერების ჩათვლით. დღეს კი ეს აუცილებლობა არ დგას. საინტერესო
ჩემპიონატია, ხალხი უყურებს. ფეხბურთი ხომ სპორტის ნომერი პირველი სახეობაა, მიზეზი არ გაგვაჩნია უმაღლესი ლიგის შეჩერებისათვის.
სტადიონზე დამსწრეთა რაოდენობა 70%-ით შემცირდა და ყველა ჭადრაკული წესრიგით ზის, ხელების დეზინფექციას იტარებენ. მთავარია, თითოეულმა მოქალაქემ შექმნილი ვითარება სწორად შეაფასოს. სტადიონზე ძალით არავინ არავის წაიყვანს, თავად უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა წასვლა", - განაცხადა კოვალჩუკმა
მომზადებულია Tribuna-ს მიხედვით