ბრაზილიის ნაკრების ექსფეხბურთელი: მოვილაპარაკეთ, ყოველ ჩვენგანს მესისთვის ფეხებში ერთხელ უნდა მოერტყა, რიგრიგობით

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ფელიპე მელო თვლის, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი "იუვენტუსის" ფორვარდ რონალდოზე უკეთესი ფეხბურთელია.

"მესი უნიკალურია. როდესაც ბრაზილიის ნაკრები არგენტინას ხვდებოდა, მოვილაპარაკეთ, რომ ყოველ ჩვენგანს მისთვის ფეხებში ერთხელ უნდა მოერტყა, რიგრიგობით. ეს ძალიან ძნელია. სხვანაირად ვერ შევაჩერებდით. მისი მწყობრიდან გამოყვანა არ გვინდოდა, მაგრამ რიტმი უნდა შეგვეჩერებინა, შეგვეშფოთებინა.

პელეზე ვერაფერს გეტყვით, რადგან მისი თამაში არ მინახავს. მახსოვს, 1990 წელს არგენტინამ ბრაზილიას კანიჯას გოლით მოუგო. ბრაზილიელები ამბობენ, რომ ზიკო საუკეთესოა, თუმცა მე პირველად "მარაკანაზე" ჩატარებულ გამოსამშვიდობებელ მატჩში ვნახე. ამიტომ
შემიძლია გითხრათ, პელე, მარადონა და ზიკო ფენომენალურები არიან.

მესის თამაში ვნახე და ის არაჩვეულებრივი იყო. რონალდოზე უკეთესია, რადგან პორტუგალიელს შეუძლია გუნდისთვის 5 გოლი გაიტანოს, მესის კი 5 გოლიც გააქვს და თანაგუნდელებს მომენტებსაც უქმნის. ის უფრო სრულყოფილია", - ციტირებს მელოს კატალონიური "სპორტი".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ფეხბურთში ტიტულებს მოედანზე იგებენ განსხვავებით ქაღალდზე მაქინაციებით მოპარული რამდენიმე ოქროს ბურთისა.მაგრამ სათქმელი რომ არაფერი გაქვთ რადგან ნული ტიტული არგენტინის ნაკრებში მერე გადადიხართ შეურაცყოფაზე იმიტომ რომ არაკაცები ხართ.
ფუი თქვენი
10:54 20-03-2020
3
ხოო აბა რაა როგორ უნდა შეადარო რონალდო მესის? მესის ხო 6 ოქროს ბურთი აქვს? მესის ხო 5 ოქროს ბუცი აქვს? მესი ხო ისტორიაში პირველი ფეხბურთელია ვინც წლის სპორცმენი გახდა? მესი ხო ფიფას ვერსიითაც საუკეთესო გახდა წელს? მესი ხო არგენტინის ნაკრებში გოლის მერე დიბალას არ კოცნის ტუჩებში? რანაირად უნდა შეადაროთ მესი პენოს? d.d.
batumi
03:24 20-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული