ყაზახურმა საფეხბურთო კლუბმა "კასპიიმ" შესაშური სოლიდარობით გამოიჩინა თავი და ფეხბურთელებს კონტრაქტების მოქმედება შეუჩერა.
Kazfootball-ის ინფორმაციით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო კლუბმა მოთამაშეებს ხელფასების გადახდაზე უარი უთხრა.
მოთამაშეებს კლუბის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ერლან ესიმოვის წერილები მიუვიდათ, სადაც ეწერა, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფეხბურთელები ხელფასებს არ მიიღებდნენ. საგანგებო მდგომარეობა ყაზახეთში 15 აპრილამდეა გამოცხადებული. ამ ვადის გახანგრძლივების შემთხვევაშიც ფეხბურთელები შემოსავლის გარეშე დარჩებიან.
ყაზახეთის ჩემპიონატში ორი ტური ჩატარდა. "კასპიიმ", რომელიც უმაღლეს ლიგაშია, პირველი ორი შეხვედრა დათმო.
კორონავირუსით დაინფიცირებულმა პირველმა ფეხბურთელმა დაიწყო ვარჯიში
ყველა სფეროში ასე მოხდება თუ ეს ვირუსის ამბავი დროზე არ დასრულდა..