კერპთთაყვანისმცემლობა რუსულ ფეხბურთში: იურანის აზრით, პუტინი შესანიშნავია

AutoSharing Option
სტაჟიან გულშემატკივრებს, ალბათ, კარგად ახსოვთ კიევის "დინამოს", "სპარტაკის", "ბენფიკასა" და "პორტუს" ყოფილი თავდამსხმელი სერგეი იურანი, რომელმაც უკრაინის ნაკრებს რუსეთის ეროვნული გუნდი არჩია. ახლა ის მოსკოვის ოლქის "ხიმკის" მწვრთნელია და "სპორტ-ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში რუსეთში კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა.

- პირველი კითხვა - საჭირბოროტოზე. თქვენ კილოგრამობით წიწიბურას თუ ყიდულობთ, პირბადეებს?
- ამ დღეებში მე და ჩემს მეუღლეს სამზარეულოში საუბარი გვქონდა. ის მეუბნებოდა, რომ სუპერმარკეტში პროდუქტების შესაძენად უნდა წავსულიყავით. ამ სიტუაციას მე უფრო მშვიდად ვუყურებ. ჩვენ შესანიშნავი პრეზიდენტი გვყავს, რომელიც ჩვენს თავს
არავის არ დააჩაგვრინებს. დარწმუნებული ვარ, მედიკამენტების და პროდუქტების პრობლემა არ გვექნება. ასე რომ, ეს სამყაროს დასასრული არ არის. თუმცა, ხალხმრავალი ღონისძიებები უნდა შეჩერდეს.

- ფეხბურთის გუნდებმა რაღა უნდა აკეთონ? პირველ ლიგაში სეზონი 10 აპრილამდე შეჩერებულია.
- ვფიქრობთ, როგორ მოვემზადოთ. მატჩების მაყურებლების გარეშე ჩატარება უაზრობაა. ფეხბურთი თეატრივითაა. თუ გულშემატკივარი სტადიონზე არ მოვა, ვისთვის უნდა ითამაშო? საჭირო მოტივაცია არ იქნება. შენ არავინ შეგიძახებს. ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში საცოდავი სანახაობაა. ჩემპიონატის შეჩერება გამართლებულია. ჯერ ვირუსი უნდა დამარცხდეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
"კაცი",რომ თავის სამშობლოს უღალატებს,იმისგან ყველაფერი მოსალოდნელია!
0
იურანს სხვანაირად რომ ეთქვა, გასაკვირი ის იქნებოდა
: )))))))
20:37 21-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული