ლეგენდარული კოლუმბიელი მეკარე, საკუთარი ქვეყნის ნაკრების კარის ყოფილი დარაჯი რენე იგუიტა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" თვითიზოლაციისა და კარანტინის თემას თვითირონიით გამოეხმაურა და 1990 წლის მსოფლიო თასის ერთ-ერთი დაუვიწყარი მომენტი გაიხსენა.
"დღეს ძალიან ბევრმა ადამიანმა გამომიგზავნა ეს ფოტო. თუ ეს ფოტოგრაფია ადამიანების ინფორმირებისთვის გამოიყენება, მეც მივმართავ ამ ხერხს.
ადამიანთა ჯანმრთელობა პირველ ადგილას უნდა იყოს. თუ თქვენ შეგიძლიათ საკუთარი საქმეები სახლში გააკეთოთ, არ გამოხვიდეთ,"- განაცხადა იგუიტამ და დაურთო ფოტო, რომელზეც წერია "როცა გეუბნებიან არ გამოხვიდე, არ უნდა გამოხვიდე!"
მოგეხსენებათ, აღნიშნული ფოტო ასახავს 1990
წლის მსოფლიო თასის 1/8-ფინალურ შეხვედრას კოლუმბიასა და კამერუნს შორის. ამ მატჩის დამატებითი დროის მეორე ტაიმში რენე იგუიტა კარიდან გამოვიდა, როჟე მილამ კი ბურთი აართვა და ანგარიში 2:0 გახადა ნიგერიის სასარგებლოდ. საბოლოოდ აფრიკელებმა, ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს და გახდნენ პირველი გუნდი კონტინენტიდან, რომელმაც მსოფლიო თასის "პლეი-ოფში" თამაში მოიგო.