სტოიჩკოვი: რონალდოსთან ინტერვიუ? მე საუკეთესოები მინდა...

AutoSharing Option
ყოფილმა ბულგარელმა ფეხბურთელმა ხრისტო სტოიჩკოვმა, რომელიც "ბარსელონას" რიგებში თამაშობდა, განაცხადა, რომ ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოსგან ინტერვიუს აღება არ უნდა.

"გარი ლინეკერი, გვარდიოლა, კუმანი, პოჩეტინო, მალდინი, ტოტი... ვინ აკლია ამ სიას?" - ჰკითხა სტოიჩკოვს ჟურნალისტმა.

"ინტერვიუ იმ ფეხბურთელებისგან ამიღია, რომლებიც მომწონს, მათ შორის, ჩემი მეგობრებისგან - ჰაჯისა და პოპესკუსგან. აი, კრიშტიანო რონალდოსთან ინტერვიუს არასდროს ჩავწერ.

უბრალოდ არ მინდა და იმიტომ. მე ინტერვიუს ფეხბურთისთვის ვაკეთებ და არა სათაურებისთვის. მე ვისმენ ისტორიებს და განვიხილავ მათ... საუკეთესოებთან ერთად", - უპასუხა სტოიჩკოვმა.

მომზადებულია Mundo
Deportivo-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 3 /
ფეხბურთის ფანებს მაგრად დაგვერხააა... ფეხბურთის გარეშე ყველაფერი ჩამკვდარია.
zura
17:09 26-03-2020
0
ინტერვიუ რო ჩაგაწერინოს რონალდომ მადლობა თქვი შე ... :))) მომინდომა
muwuka
15:02 26-03-2020
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული