Bild-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნის" მცველი დავიდ ალაბა კარიერას ინგლისში არ გააგრძელებს. მცველმა "მანჩესტერ სიტის" წინადადება დაბლოკა და, სავარაუდოდ, გეზი ესპანეთისკენ აიღო.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დავიდს დაცვაში თამაში აღარ სურს და მისი პრიორიტეტი ნახევარდაცვაში ასვლაა. 2019/20 წლების სეზონის დასაწყისში მან "ბაიერნს" თხოვნით მიმართა, რომ მისთვის პოზიცია შეეცვალათ, რაზეც გერმანული კლუბი დათანხმდა, თუმცა პირობა არ შეასრულა. შესაბამისად, ამ თხოვნის გათვალისწინება ესპანურ გრანდებსაც მოუწევთ.
ადრე დავწერეთ, რომ კატალონიის "ბარსელონა" მზადაა ალაბა იყიდოს, თუმცა მხარეები ხელფასზე ვერ თანხმდებიან. კატალონიელები, ასევე, თავიანთი მეკარის,
მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ხელფასზეც ვერ შეთანხმებულან და ისედაც, გუნდში სერიოზული პრობლემები აქვთ.
შესაბამისად, მადრიდის "რეალის" შანსები იზრდება. თუმცა საინტერესოა, რამდენად სურს "რეალს", ალაბა, როგორც ნახევარმცველი, ისე დაიმატოს.