მესის მეგობარი: ლეო თუ მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდა...

AutoSharing Option
მექსიკური "პაჩუკას" მეკარე ოსკარ უსტარიმ კომენტარი გააკეთა "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავ ლიონელ მესის შესახებ, რომელთანაც დიდი ხანია მეგობრობს.

"სრულიად დარწმუნებული ვიტყვი, რომ თუ მესი მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდა, ფეხბურთი უსამართლო ყოფილა. მის სიდიადეში ეჭვის შეტანა სამარცხვინოა.

შესაძლოა, თქვენ შიდაგუნდური ისტორია არ იცოდეთ, თუმცა იმის თქმა შემიძლია, რაც ჩემი თვალით ვნახე. ლეო ბავშვივით ტიროდა იმის გამო, რაც ნაკრებს დაემართა. ძალიან რთულია მის ადგილას ყოფნა.

მახსოვს, 2011 წლის კოპა ამერიკაზე, როცა მუხლის ტრავმა მოვირჩინე, არგენტინამ წააგო და
მესის სანახავად ელისეუში გავფრინდი. მე არასდროს მინახავს ლეო ისე იმედგაცრუებული", - უთხრა უსტარიმ Ole-ს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მსოფლიოს მოიგებს არა იფრინეთ მესისტებმა ქონდა შანსი ფინალში ერი ერთზე იყო გასული მაგრამ ვერ გაიტანა კოპა ამერიკას მოიგებდეს იფრენს მესიც და მესისტებიც სიხარულისგან მე მეეჭვება მესის ლიდერობით არგენტინამ რამე მოიგოს არ შეუქმნია მესი ამისთვის გამჩენს
ასე
21:49 27-03-2020
12
ცოტა დიდი ინტერვალის მერე მაინც დაგეწერა მეორე კომენტარი.დ.დ.
barsa
03:00 28-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული