კარაგერი: რონალდოს ესმის, რომ მუდამ ისე უყურებდნენ, როგორც მესის შემდეგ მეორე ფეხბურთელს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილი მცველის, ჯეიმი კარაგერის აზრით, თავდამსხმელი რონალდო "რეალიდან" "იუვენტუსში" იმისათვის გადავიდა, რათა "ბარსელონას" ფორვარდ ლეო მესის ყურადღება საკუთარ თავზე გადაეტანა.

"ვფიქრობ, ის სწორედ ამ მიზეზით გადავიდა. მას ესმის, რომ მუდამ ისე უყურებდნენ, როგორც მესის შემდეგ მეორე ფეხბურთელს.

თითქოს რონალდო მესის საპირისპიროს აკეთებს და ცდილობს საკუთარი თავი ცოტა სხვანაირად წარმოსახოს.

მისმინეთ, არ ვთვლი, რომ რადგან ფრანკო ბარეზიმ და პაოლო მალდინიმ მთელი კარიერა "მილანში" გაატარეს, უფრო დაბალი დონის მცველები გახდნენ.

ამიტომ არასოდეს არ შევიცვლი შეხედულებას მესიზე იმის გამო, რომ არასოდეს არ
დაუტოვებია "ბარსელონა". საერთოდ რატომ უნდა წახვიდე "ბარსადან"?", - განუცხადა კარაგერმა CaughtOffside-ს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სწორე ხარ კარაგერ.
7
რომ იცოდე როგორ კიდიხართ რონალდუს კარგერ შენ და შენისთანები ერთ ადგილზე, ჭორიკნობას არ დაიწყებდი.როდესაც იუვეში გადავიდა იმ წელს რეალთან ერთად მთავარი საკლუბო ტურნირი ჩ.ლ. მოგებული ქონდა თან საუკეთესო გოლიადორიც იყო.
საქმე ნახე
21:57 27-03-2020
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული