კრაუჩი: რონალდო იბიცაზე სვამდა, მუცელზე საფერფლე ედო და ვერც კი მიცნო ვინ ვიყავი

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა პიტერ კრაუჩმა ბრაზილიელი რონალდო დაასახელა იმ ფეხბურთელად, რომელთან ერთად თამაშსაც ისურვებდა.

"დენი ბერგკამპი განსაკუთრებული ფეხბურთელი იყო, კარგი იქნებოდა მასთან ერთად თამაში, თუმცა ყველაზე მეტად ორიგინალ რონალდოსთან თამაშს ვისურვებდი.

არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი სტილი ერთმანეთს მოუხდებოდა, თუმცა მასთან ერთად მოედანზე გატარებული 90 წუთი ჩემი საფეხბურთო ცხოვრების მთავარი მოვლენები გახდებოდა.

საერთოდაც, ერთხელ შევხვდი მას. იბიცაზე ვისვენებდი და რონალდო პლაჟზე დავინახე. ის ალკოჰოლის სმით იყო გატაცებული და მუცელზე საფერფლე ედო.

როცა ერთი ჭიქა ლუდი დალია, მისმა პარტნიორმა -
სუპერმოდელმა მეორე ჭიქა მოუტანა.

მასთან ფოტოს გადაღების შანსი იმდენად კარგი იყო, რომ მისი ხელი გაშვება არ შეიძლებოდა. ამიტომ, ავდექი და მივედი. იმედი მქონდა, დაიძახებდა: "ო, კრაუჩ!"

თუმცა, რეალურად წარმოდგენაც არ ჰქონდა ვინ ვიყავი. ერთად ფოტო გადავიღეთ და ისე წამოვედი, რომ საერთოდ ვერ გაიგო, ფეხბურთელი რომ ვიყავი,"- თქვა კრაუჩმა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
რამდენი გვყავს ახლა ქართულ ფეხბურთში ამისთანა მოუქნელი???
მოუქნელი ეძახეთ და ინგლისის ნაკრებში კი თამაშობდა
G.l.
20:33 29-03-2020
0
ჩვენც ვერასოდეს დაგიმახსოვრებდით შენი სიმაღლე რომ არა. მასთან თამაში კი შენთვის ნამეტანი იქნებოდა, რონალდოსთვის ტანჯვა, იმდენად მოუქნელი ვინმე იყავი.
G.LA
14:05 29-03-2020
41
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული