"ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა პიტერ კრაუჩმა 38 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.
"დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტე ფეხბურთელის კარიერა დავასრულო. ჩვენმა შესანიშნავმა თამაშმა ყველაფერი მომცა.
დიდი მადლიერები ვარ ყველასი, ვინ მომცა საშუალება ფეხბურთში ვყოფილიყავი და ამდენი დავღცენილიყავი ამ სპორტის სახეობაში", - დაწერა კრაუჩმა "ტვიტერში".
კრაუჩმა პროფესიონალური კარიერა ლონდონის "ტოტენჰემში" დაიწყო. შემდეგ ქპრ-ში, "ასტონ ვილაში", "ნორვიჩში", "საუტჰემპტონში", "ლივერპულში" და "პორტსმუტში" გამოდიოდა. 2009 წელს ის "ტოტენჰემში" დაბრუნდა, ხოლო 2 წლის შემდეგ "სტოკ სიტიში" გადაბარგდა, სადაც 8 წელზე მეტი გაატარა, ხოლო მისი
ბოლო კლუბი "ბერნლი" იყო.
ინგლისის ნაკრებში კრაუჩმა 42 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.
2006 წელს "ლივერპულის" რიგებში მან თასი და ინგლისის სუპერთასი მოიგო, ხოლო 2007-ში ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი გახდა.
კრაუჩი გულშემატკივრებისთვის თავისი სიმაღლიტა და აღნაგობით იყო გამორჩეული. ინგლისელი ფეხბურთელი 201 სანტიმეტრია სიმაღლეში.