ჟირინოვსკი: ლუკაშენკო სამყაროს დასცინის, ყველა სტადიონზეა, თვითონ ჰოკეის თამაშობს

AutoSharing Option
რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ ბელარუსის პრეზიდენტი ალეკსანდრ ლუკაშენკო გააკრიტიკა.

"ლუკაშენკო მთელ პლანეტას დასცინის. ყველგან მკაცრი ზომები მიიღეს, სპორტული ღონისძიებები გააუქმეს, ყველა ქვეყანაში ცდილობენ, რომ ხალხი სახლში დარჩეს, ბელარუსი კი ქუჩებში დასეირნობ, ყველა სტადიონზეა, თავად ლუკაშენკო კი ჰოკეის თამაშობს.

უკვე რამდენიმე ათეული ადამიანი დაინფიცირებული, შემდეგ ასეულობით იქნება, მერე ათასობით...

ასე არ შეიძლება ალეკსანდრ გრიგორის ძევ. ისე გამოდის, თითქოს მთელი პლანეტი სულელია და მხოლოდ თქვენ ბრძანდებით ჭკვიანი. ბოლოს და ბოლოს, დამშვიდდით,"- დაწერა ჟირინოვსკიმ საკუთარ "ტელეგრამ" გვერდზე.

ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში კორონავირუსით 94 ადამიანია დაინფიცირებული.

მკითხველის კომენტარები / 8 /
და რუსეთიც ეგრე არახართ? ყოველთვის იმის საწინააღმდეგოს აკეთებთ რასაც სხვები აკეთებენ. ყოველთვისს.
კოტე
31 მარტი 2020 05:54
2
ხედაავთ ხალხო ?? ჟირინოვსკი უფრო წუნდახედული და გონიერი აღმოჩნდა, ვიდრე პრეზიდენტი ლუკაშენკო...
Vasili
30 მარტი 2020 14:30
14
თუ კორონას გადაურჩნენ ჩვენთან სათამაშოდ საუკეთესო ფორმაში იქნებიან. იქნებ ჩვენი ნაკრებიც გადაეყვანათ კარანტინში და ვარჯიში დაეწყოთ?
gujakakhadze
30 მარტი 2020 11:45
6
ჩრდილოეთ კორეას ემსგავსება ბელარუსი. მალავენ მონაცემებს - ერთი კვირაა - 94 დაავადებული გვყავსო და არ მომატებულა
მათი ჭკუით. თან ამათგან 32 კაცი ერთ კვირაში მოვარჩინეთო... ბატკას აქ ვიღაცეები კიდე ამართლებენ, ეკონომიკა კარგადააო
ჯეკო
29 მარტი 2020 20:44
14
ვისაც ბელარუსის ეკონომიკა კარგი და დალაგებული ჰგონია მათ გასაგონად:

ბელარუსის ეკონომიკა არის მთლიანად რუსულ ნედლეულზე და გასაღების ბაზრებზე მიბმული. არანაირი დივერსიფიცირება. ტექნოლოგიები ნაკლებგანვითარებული. ყველაფერი სახელმწიფოს ჩარევით. ერთი სიტყვით წინა საუკენეა.
უბრალოდ დანარჩენ საბჭოეთს ოდნავ რომ სჯობია ამიტომ ჰგონიათ რომ კარგადაა საქმე. ჰო ეხლა ყირგიზეთს და საქართველოს ბელარუსი სჯობია. ეს ფაქტია რა თქმა უნდა. მაგრამ ეგ არ უნდა იყოს საზომი. ბელარუსი ქვეყანაა რომლის სამეზობლოში პოლონეთი და ლიტვაა. განვითათარებული ქვეყნები. ანუ ბელარუსი ბევრად უკეთ უნდა ცხოვრობდეს მაგ რეგიონიდან გამომდინარე. შედარებისათვის, ბელარუსში ერთ სულზე შემოსავალი 6 ათასი დოლარის ფარგლებშია, ხოლო იქვე გვერდზე ლიტვაში 20 ათასი. აი ამხელა სხვაობაა არაფრით გამორჩეულ ლიტვასთანაც კი. სამი წელია ლიტვაში ვცხოვრობ და სავსეა აქაურობა ბელარუსიდან ჩამოსული მუშახელით.
ანუ მაგ რეგიონში ბევრად უკეთ უნდა ცხოვრობდნენ. ბატკა უშლით!
vilnius
29 მარტი 2020 22:28
11
ეგ და ბიძო ერთ სკოლაში დადიოდნენ
ვახო
29 მარტი 2020 21:27
25
ვენეციის ფესტივალი იყო იტალიაში კორონას ზეიმი.
ზურა
29 მარტი 2020 20:11
7
იტალიაში ორი საფეხბურთო მატჩი ბიოლოგიური ბომბების ტოლფასი იყო. ლუკაშენკო გაიღვიძე
ss
29 მარტი 2020 19:05
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული