სხვადასხვა სოციალურ ქსელში ფეხბურთის გულშემატკვირები კომენტარს აკეთებენ ბელარუსის მიმდინარე ჩემპიონატის შესახებ, რომელიც მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიის ფონზე არ შეჩერებულა.
"ეს ხალხი გაგიჟდა?- წერს ერთი მომხმარებელი.
"მადლობა ბელარუსს, რომ ეხმარები ვირუსს გავრცელებაში და უფრო დიდი ხნით გვტოვებ სახლებში"- სარკასტული კომენტარით გამოირჩა მეორე მომხმარებელი.
"წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა ელოდებათ. მაგრამ, მათ ბრალს არავინ დადებს,"- გამოთქვა საკუთარი აზრი მომდევნო "იუზერმა".
"ეს საბჭოთა მენტალიტეტია,"- შეუტია ბელარუსს (დიდი ალბათობით) ლიბერალმა გულშემატკივარმა.
"ასეთ იდიოტიზმს ყველაზე საძულველ მტერსაც არ ვუსურვებ,"- კიდევ ერთმა ადამიანმა გამოთქვა საკუთარი აზრი.